ჩვენ შესახებ
AgroFormula — თქვენი საიმედო აგრონომიული პარტნიორი
AgroFormula არის აგრონომიული მომსახურების კომპანია, რომელიც საქართველოს მასშტაბით ფერმერებს, საშუალო და დიდ მეურნეობებს სთავაზობს ხელმისაწვდომ, პრაქტიკულ და პრემიუმ დონის აგრონომიულ მომსახურებას.
კომპანიის მთავარი იდეაა, რომ ფერმერს ჰყავდეს მიმაგრებული საკონტაქტო აგრონომი, რომელიც ადგილზე განახორციელებს მონიტორინგს, შეაფასებს მცენარის მდგომარეობას, შეარჩევს სწორ მკურნალობას, კვების სქემას და გასცემს წერილობით რეკომენდაციებს.
კრიტიკული შემთხვევების დროს პრობლემა განხილული იქნება ადგილობრივ და უცხოელ აგრონომებთან, მეცნიერებთან და პროფესორებთან.
ჩვენი მისია
ობიექტური, მეცნიერულად დასაბუთებული აგრონომიული რეკომენდაციების მიწოდება ყოველი ფერმერისთვის — სარგებლის გაყიდვის ინტერესის გარეშე.
ჩვენი პრინციპი
ჩვენი მიზანია ობიექტური აგრონომიული რეკომენდაცია. AgroFormula არ ყიდის სასუქებსა და მცენარეთა დაცვის საშუალებებს. ჩვენ ვეხმარებით ფერმერს სწორი დიაგნოსტიკის, სწორი კვების და სწორი მკურნალობის გეგმის შერჩევაში.
მეცნიერული მიდგომა
გადაწყვეტილებები ეფუძნება ფაქტებს, ანალიზს და კვლევას.
ნდობა
ობიექტური რეკომენდაცია — პროდუქტის გაყიდვის ინტერესის გარეშე.
გლობალური ექსპერტიზა
ადგილობრივი და საერთ. ექსპერტებთან კონსულტაცია.
ხელმისაწვდომობა
WhatsApp, Viber, Messenger — სწრაფი კომუნიკაცია.
გამჭვირვალობა
ყოველი ვიზიტის შემდეგ — წერილობითი დოკუმენტაცია.
ინოვაცია
DJI Mavic 3 Multispectral — უახლესი ტექნოლოგია.